„ტორპედო“ თასის ბოლო ნახევარფინალისტია

0
50

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ყველა ნახევარფინალისტი გამოვლინდა, დღებამდელი სათამაშო დღის ბოლო შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვარკეთილის ცენტრში გაიმართა, სადაც „რუსთავმა“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და 2:4 დამარცხდა.
შეხვედრის მე-3 წუთზე ანგარიში პენალტიდან პაატა კიტეიშვილმა გახსნა. 22-ე წუთზე ასევე თერთმეტმეტრიანიდან გიორგი კუხიანიძემ საპასუხო ბურთი გაიტანა. 42-ე წუთზე სტუმრები თორნიკე ახვლედიანმა დააწინაურა. 48-ე წუთზე იაპონელმა ნაკანომ ანგარიში გაათანაბრა.
ამის შემდეგ, პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ დუბლი შეასრულა – მასპინძლების კარი 67-ე და 86-ე წუთზე აიღო.