“ტორპედოში” ახალი გენდირექტორია – მჭედლიძე დოლაბერიძემ შეცვალა

0
78

ქუთაისის “ტორპედოს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით გიორგი მჭედლიძის მაგივრად ნახსენები თანამდებობა დავით დოლაბერიძემ დაიკავა. შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების და “ემპოლის” ექსფორვარდის ლევან მჭედლიძის ძმაა.
დავით დოლაბერიძე: “მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მჭედლიძეს. გუნდის ცუდი სტარტის შემდეგ მისი დამსახურებაა, რომ „ტორპედო“ ახლა მოწინავე პოზიციებზეა. გუნდში ბოლოდროინდელი წარმატებული სერიის შემდეგ კარგი განწყობაა. ამაში სამწვრთნელო სტაფის როლი ძალიან დიდია. ეს არაა მათთვის მხოლოდ სამსახური – საქმეს სიყვარულით აკეთებენ და შედეგები ამას მოაქვს. ეს ხალხი მოედნის მიღმა ბევრს აკეთებს, რომ „ტორპედომ“ მოედანზე თამაშისთვის განკუთვნილი 2 საათი კომფორტში გაატაროს და კარგად ითამაშოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროფესიონალი სამწვრთნელო სტაფი მომავალში შედეგამდე აუცილებლად მიგვყვანს.
საფეხბურთო ბაზიაზე აქტიური მუშაობა მიდის. ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ უკვე გარემონტდა შენობა და გუნდს დარჩენა შეუძლია, ახალი წლისთვის კი 4 მოედანზე ახალი საფარს დავაგებთ. ჩვენთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ მთავარი გუნდი, არამედ საფეხბურთო აკადემია უნდა იყოს. ბოლო წლებში ასეც მივდივართ. ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი აღზრდილები გყავს. ამაზე დღე და ღამე ვმუშაობთ. საფეხბურთო აკადემიის განვითარებაზეც ვფიქრობთ. რეალურად „ტორპედო“ და აკადემია უნდა იყოს ერთი ორგანიზმი. ჩვენი ხედვაა, რომ აკადემია ბაზასთან ახლოს იყოს – ბავშვი სავარჯიშოდ რომ მოვა, მთავარი გუნდის ფეხბურთელებს ყოველდღიურად უნდა ხედავდეს. ეს მისთვის იქნება („ტორპედოში“) მოხვედრის სტიმული და მოტივაცია.
იმერეთი და კონკრეტულად ქუთაისი არის ნიჭიერი ბავშვების სამჭედლო. ქუთაისელი ბავში, რომელიც აქ აღიზრდება, არ უნდა მიდიოდეს და სხვა კლუბში გადასვლაზე არ უნდა ფიქრობდეს. აქედან გამომდინარე, ვცდილობთ, რომ მათ ყველანაირი ფუფუნება და კომფორტი მშობლიურ ქალაქში შევუქმნათ. 2-3 წელიწადში ადგილობრივებისა და მოწვეულების სინთეზი უნდა მოხდეს. ასე მივიღებთ იმ კლუბს და შედეგებს, რომლისკენაც მივდივართ“,