„ვალენსიამ“ მეკარე იაგო ერენინი დაიმატა. 34 წლის ესპანელმა მეკარემ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის მიმდინარე წლის 25 ივლისის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო, რადგან „ალ-რაედი“ დატოვა.
კარიერის განმავლობაში ერენინი ბილბაოს „ატლეტიკში“, „ლეგანესში“, „ნუმანსიაში“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მეორე გუნდში თამაშობდა. მან ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ 77 მატჩში 90 გოლი გაუშვა და კარი „მშრალად“ 26-ჯერ შეინახა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიაში“ პირველი მეკარე საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილია.





