ბერლინის „უნიონის“ მთავარმა მწვრთნელმა ურს ფიშერმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ბერლინელთა პრესსამსახური იუწყება, რომელიც 56 წლის შვეიცარიელ სპეციალისტთან დადებული ახალი ხელშეკრულების დეტალებს არ აზუსტებს.
ფიშერის გარდა „უნიონმა“ კონტრაქტი მის ასისტენტ მარკუს ჰოფმანსაც გაუხანგრძლივა.
ფიშერი „უნიონს“ 2018 წლის ივლისიდან ავარჯიშებს. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ „უნიონი“ 17 ქულით გერმანიის ბუნდესლიგას ლიდერობს.





