პსჟ-ს თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, იუწყება ჟურნალისტი მიკელ ბლასკეზი.
არგენტინის ეროვნული ნაკრების 35 წლის კაპიტანს პარიზელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე არ ფიქრობს. არადა, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი, რომლის თანახმად მხარეების სურვილის შემთხვევაში კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.
მიმდინარე სეზონში მესიმ პსჟ-ს შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
ის პსჟ-ში 2021 წლის აგვისტოში გადავიდა და პირველ სეზონში 34 თამაშში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.





