მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა

0
30

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიასთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. ესპანური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარემ ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
„კლუბი ახანგრძლივებს თავის ურთიერთობას 21 წლის ქართველ მეკარესთან, რომელმაც გასულ სეზონში პირველ გუნდში თავისი დებიუტის შემდეგ, საერთო ჯამში 27 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა თასის ფინალის ჩათვლით.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მისმა კარგმა თამაშშმა იქამდე მიიყვანა, რომ გუნდის განუყოფელი ნაწილად იქცა და ლა ლიგაში სენსაციის ავტორიც აღმოჩნდა“ – იუწყება „ვალენსიას“ ოფიციალური ვებგვერდი.
ესპანური მედიის ინფორმაციით მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.
“ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ “ვალენსიასთან” კონტრაქტი გავახანგრძლივე. მსურს აქ ბევრი წელი ვითამაშო და როგორც ფეხბურთელი გავიზარდო – გუნდის და საინტერესო პროექტის ნაწილი ვიყო. ამ გუნდში ბევრი მატჩის ჩატარება მინდა და ამისთვის ყოველ დღე ვმუშაობ.
“მესტალია” ყოველთვის დაუჯერებელია. მე ეს ძალიან მომწონს და ხალხსაც. ყველაფერი ძალიან მომწონს.
ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს და სხვა სტილში ვთამაშობთ. ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ უფორ უკეთესი.
გასული სეზონი ჩემთვის საოცარი იყო. ლა ლიგაში 21 წლის ასაკში ვითამაშე, რაც დაუჯერებელია. შემდეგ ჩვენ ესპანეთის თასის ფინალი წავაგეთ, თუმცა ყველაფერი ხდება. მე აქ ტიტულის მოგება მინდა” – განაცხადა ესპანურ ენაზე კლუბის ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში მამაქარდაშვილმა.