„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილის მოგერიება ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში საუკეთესოა.
ლა ლიგის ოფიციალურმა youtube გვერდმა ტურის საუკეთესო 5 მოგერიება დაასახელა, რომელთა შორის პირველი ადგილი საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერს მიაკუთვნა.
გასულ ტურში „ვალენსია“ სტუმრად „რაიო ვალეკანოსთან“ 1:2 დამარცხდა. შეხვედრის მე-15 წუთზე „რაიოს“ შეტევის დროს ოსკარ ტრეხო მამარდაშვილთან პირისპირ დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ ფეხით მოიგერია, ხოლო მანუ გარსიას დამატებულს წინ ისევ ჩვენი ეროვნული გუნდის დარაჯი აღუდგა.
გასულ სეზონში, რომელიც მამარდაშვილისთვის ლა ლიგაში სადებიუტო იყო, მისი მოგერიება საუკეთესო ორ ტურში მიიჩნიეს.




