ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაში რეკორდი დაამყარა

0
16

რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგისს ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით შეასრულა. C ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში „ბარსელონამ“ თავის მოედანზე ჩეხეთის პლზენის „ვიქტორია“ მიიღო და 5:1 გაანადგურა. პოლონელმა თავდამსხმელმა თავი 34-ე, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 და 67-ე წუთზე გამოიჩინა. მასპინძლებიდან ანგარიში კესიემ გახსნა, ხოლო ფერან ტორესმა საბოლოო წერტილი დასვა.
მანამდე, ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიქი დორტმუნდის „ბორუსიას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მაისურით მიითვალა. კრიშტიანუ რონალდუმ, ნეიმარმა და პიპო ინძაგიმ ერთ მატჩში სამი გოლის გატან ორ გუნდში მოახერხეს.
„ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ ლევანდოვსკის ანგარიშზე პირველი ჰეთ-თრიქია. მან საერთო ჯამში კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მოწინააღმდეგეები 8-ჯერ დაამწუხრა.
34 წლის პოლონელმა ჩემპიონთა ლიგის 107 შეხვედრაში 89 ბურთი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა – ქარიმ ბენზემას გაასწრო, რომლის ანგარიშზე 86 გოლია.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ სტუმრად მილანის „ინტერს“ 2:0 აჯობა. გერმანელებიდან 25-ე წუთზე ანგარიში ლეროი სანემ გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე დეამბროზიომ ავტოგოლი მიითვალა.
“ბაირნს” ჩემპიონთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლის შემდეგ ზედიზედ 27 თამაში არ წაუგია. მიუნხენელებმა მიჯრით მე-19 სეზონის განმავლობაში ჯგუფში პირველი შეხვედრა მოიგეს რაც რეკორდია.