არაბული კარიერას ავსტრალიაში გააგრძელებს

0
18

ბაჩანა არაბული კარიერას ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში გააგრძელებს. მან სიდნეის „მაკარტურ ბულზთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
სიდნეელებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ და ტრინიდადის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი დუაიტ იორკი წვრთნის.
28 წლის არაბული კარიერის განმავლობაში გორის „დილაში“, „ცხინვალში“, თბილისის „დინამოში“, „სამტრედიაში“, უნგრეთის „ბალმაზუივაროშში“, „პუშკაშ აკადემიაში“, საბერძნეთის „პანიონიოსში“ და „ლამიაში“ გამოდიოდა.
ის „ნიუკასლ ჯეთსში“ მოასპარეზე ბექა მიქელთაძის და ბექა დარცმელიას შემდეგ, მესამე ქართველია, რომელიც ავსტრალიაში ითამაშებს.