ზომერის რეკორდი ბუნდესლიგაში

0
28

მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მეკარე იან ზომერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. მე-4 ტურში გლადბახელები სტუმრად მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
განვლილ შეხვედრაში „ბორუსიას“ 33 წლის შვეიცარიელმა მეკარემ მის კარში 19-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია. მან „ჰერტას“ მეკარე ალექსანდრე შვოლოვის მიღწევა გააუმჯობესა, რომელმაც 2022 წლის იანვარში 14 მოგერიება მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან „ბაიერნმა“ „გლადბახს“ მხოლოდ 3-ჯერ მოუგო, 5-ჯერ დამარცხდა და 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
ბოლოს მიუნხენელებმა „ბორუსია“ 2021 წლის 5 მაისს დაამარცხეს – 6:0.