პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის 2 ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. პოლონელებმა პლეი-ოფის პირველი შეხვედრა შინ ლუქსემბურგის „დუდელანჟთან“ 2:0 მოიგეს, ხოლო სტუმრად 1:1 ითამაშეს და ევროთასზე გამოსვლას განაგრძობენ.
ლუქსემბურგში საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო წიტაიშვილი მოედანზე 57-ე წუთზე შევიდა.
მასპინძლებიდან ანგარიში 36-ე წუთზე კირხმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი მე-60 წუთზე პერეირამ გაიტანა.





