აბურჯანიასთვის ევროსეზონი დასრულდა

0
73

„ჟილ ვისენტესთვის“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამოდის, ევროსეზონი დასრულდა.
ბარსელუშელებს კონფერენს ლიგაში დებიუტი ჰქონდათ და პლეი-ოფში ნიდერლანდების „ალკმაარს“ დაუპირისპირდნენ. პორტუგალიელებმა პირველი მატჩი სტუმრად 0:4 წააგეს, ხოლო შინ 1:2 დამარცხდნენ.
აბურჯანიამ საპასუხო შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მან მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგაში 3-ჯერ (2-ჯერ სასტარტოში, ერთხელ შეცვლაზე) ითამაშა.
პორტუგალიაში ჩატარებულ მატჩში ნიდერლანდელები მე-60 წუთზე ევიენმა დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში რეინდერსმა მეორე გოლი გაიტანა. მასპინძლებიდან 86-ე წუთზე თავი ბოსელიმ გამოიჩინა.