„სლოვანი“ ჯგუფშია – კანკავა გააძევეს, კაშიამ პენალტი გააცუდა, ჩაკვეტაძის ტრავმა

0
69

ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფუტ ეტაპზე მოხვდა.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად ბოსნიის „ზრინსკისთან“ 0;1 დამარცხდა. საპასუხო შეხვედრაში მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა და გარემარბი გიორგი ჩაკვეტაძე იყვნენ.
კაშიამ 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სამ წუთში რამირესმა ანგარიში გახსნა. 82-ე წუთზე მსაჯმა კანკავა გააფრთხილა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე – ჩაკვეტაძე, რომელიც შეცვალეს. ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება თავად მოითხოვა. მას კუნთის პრობლემა შეექმნა, მაგრამ სერიოზული არაფერია და მომდევნო მატჩში ითამაშებს.
103 წუთზე სტუმრებიდან საპასუხო ბურთი სავიჩმა გაიტანა. 118-ე წუთზე კანკავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. რამირესმა 120-ე წუთზე დუბლი მიითვალა და თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა.
მასპინძლებმა 6 პენალტი გამოიყენეს, ხოლო ბოსნიელებმა 5 და „სლოვანი“ შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ კაშიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა.