აზაროვის, კიტეიშვილის და გუგეშაშვილის მოწინააღმდეგეები ევროპა ლიგაში გაირკვა

0
38

თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ევროპა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ამ ეტაპზე ასპარეზობა სამი ქართველი ფეხბურთელის – ირაკლი აზაროვის (“ცრვენა ზვეზდა”), ოთარ კიტეიშვილი (“შტურმი”) და ლუკა გუგეშაშვილის (“ყარაბაღი”) გუნდებს მოუწევთ.
კენჭისყრაში უეფას წარმომადგენლებთან ერთად ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ფრანკფურტის “აინტრახტის” ექსფეხბურთელი კარლ-ჰაინც კიორბელი და უნგრეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ზოლტან გერა მონაწილეობდნენ. მომავალი ფინალი ბუდაპეშტში გაიმართება და გერა მისი ელჩია. კიორბელს რაც შეეხება, მან “აინტრახტთან” ერთად უეფას თასი 1981 წელს მოიგო, ხოლო ამჟამად ფრანკფურტელთა საფეხბურთო აკადემიას ხელმძღვანელობს. კიორბელმა ბუნდესლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი 602 მატჩი ჩაატარა.
კენჭისყრის შედეგად გუნდები 8 ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:

ჯგუფი

„არსენალი“ (ინგლისი)

პსვ (ნიდერლანდები)

„ბოდო გლიმტი“ (ნორვეგია)

„ციურიხი“ (შვეიცარია)

B ჯგუფი

„დინამო“ (უკრაინა)

„რენი“ (საფრანგეთი)

„ფენერბაჰჩე“ (თურქეთი)

აეკ (კვიპროსი)

C ჯგუფი

„რომა“ (იტალია)

„ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„ბეტისი“ (ესპანეთი)

ჰიკ (ფინეთი)

D ჯგუფი

„ბრაგა“ (პორტუგალია)

„მალმიო“ (შვედეთი)

„უნიონი“ (გერმანია)

„უნიონ სან-ჟილი“ (ბელგია)

E ჯგუფი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი)

„რეალ სოსიედადი“ (ესპანეთი)

„შერიფი“ (მოლდოვა)

„ომონია“ (კვიპროსი)

F ჯგუფი

„ლაციო“ (იტალია)

„ფეიენოორდი“ (ნიდერლანდები)

„მიდტიულანდი“ (დანია)

„შტურმი“ (ავსტრია)

G ჯგუფი

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი)

„ყარაბაღი“ (აზერბაიჯანი)

„ფრაიბურგი“ (გერმანია)

„ნანტი“ (საფრანგეთი)

H ჯგუფი

„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი)

„მონაკო“ (საფრანგეთი)

„ფერენცვაროში“ (უნგრეთი)

„ტრაბზონსფორი“ (თურქეთი)

ევროპა ლიგის ახალი სეზონი 8 სექტემბერს დაიწყება და ჯგუფური ეტაპი 3 ნოემბერს დასრულდება. პლეი-ოფის სტადია სტარტს 16 თებერვალს აიღებს, ხოლო ფინალი 31 მაისს, ბუდაპეშტში ჩატარდება.