„ფეჰერვარი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა. უნგრულმა გუნდმა პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად გერმანიის „კიოლნს“ 2:1 სძლია და ერთი გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გაიტანა.
დღეს გამართულ საპასუხო შეხვედრაში „კიოლნმა“ უნგრელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ჯგუფში შევიდა. სტუმრებიდან მე-10 წუთზე ანგარიში ჰუბერტსმა გახსბა, ხოლო 46-ე წუთზე სკჰირმა კიოლნელები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე შინდლერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.




