„რაკუვი“, რომლის ღირსებას ვაკო გვილია გამოდის, კონფერენს ლიგის გათამაშებას პლეი-ოფში გამოეთიშა.
პოლონელებმა პირველ მატჩში შინ პრაღის „სლავია“ 2:1 დაამარცხეს, ხოლო ჩეხეთში ჩატარებულ საპასუხო შეხვედრაში დამატებით დროში 0:2 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
„სლავიადან“ პირველი გოლი 62-ე წუთზე უზორმა გაიტანა და ძირითად დროში მეტი გოლი არ გასულა, რის გამო, დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. პრაღელებმა სტუმართა კარი მეორედ 122-ე წუთზე გაიტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გვილია სასტარტოში იყო და 91-ე წუთზე შეცვალეს.
კონფერენ ლიგიდან გავარდა გაგი მარგველაშვილის ჩრდილოეთ მაკედონიის “შკუპი”, რომელმაც კოსოვოს “ბალკანთან” შინ პირველი მატჩი 1:2 წააგო, ხოლო დღეს სტუმრად 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მაკედონონიელებმა კოსოვოში გამართული შეხვედრის მე-2 წუთიდან 10 კაცით ითამაშეს, რადგან აბდულა გააძევეს. მარგველაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.





