დღეს, თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის კენნჭისყრა გაიმართა. მასში უეფას წარმომადგენლებთან ერთად თურქეთის ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი ჰამიტ ალტინტოპი და კოტ დივუარის ნაკრების ყოფილი შუახაზელი იაია ტურე მონაწილეობდნენ. ალტინტოპი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 2022-2023 წლების სეზონის ფინალის ელჩია, რომელიც სტამბოლში ჩატარდება.
ჯგუფურ ეტაპზე იტალიის “ნაპოლი” ითამაშებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის და ასევე, დანიის “კოპენჰაგენი” იასპარეზებს, რომლის ღირსებას ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი დავით ხოჭოლავა იცავს.
კენჭისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი
“აიაქსი” (ნიდერლანდები)
“ლივერპული” (ინგლისი)
“ნაპოლი” (იტალია)
“რეინჯერსი” (შოტლანდია)
B ჯგუფი
“პორტუ” (პორტუგალია)
“ატლეტიკო” (ესპანეთი)
“ლევერკუზენი” (გერმანია)
“ბრიუგე” (ბელგია)
C ჯგუფი
“ბაიერნი” (გერმანია)
“ბარსელონა” (ესპანეთი)
“ინტერი” (იტალია)
“პლზენი” (ჩეხეთი)
D ჯგუფი
“აინტრახტი” (გერმანია)
“ტოტენჰემი” (ინგლისი)
“სპორტინგი” (პორტუგალია)
“მარსელი” (საფრანგეთი)
E ჯგუფი
“მილანი” (იტალია)
“ჩელსი” (ინგლისი)
“ზალცბურგი” (ავსტრია)
“დინამო” (ხორვატია)
F ჯგუფი
“რეალი” (ესპანეთი)
“ლაიფციგი” (გერმანია)
“შახტარი” (უკრაინა)
“სელტიკი” (შოტლანდია)
G ჯგუფი
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
“სევილია” (ესპანეთი)
“დორტმუნდი” (გერმანია)
“კოპენჰაგენი” (დანია)
H ჯგუფი
“პარი სენ ჟერმენი” (საფრანგეთი)
“იუვენტუსი” (იტალია)
“ბენფიკა” (პორტუგალია)
“მაკაბი ჰაიფა” (ისრაელი)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 6 სექტემბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. ზოგადად კალენდარი კი ასეთია:
I ტური: 6-7 სექტემბერი
II ტური: 13-14 სექტემბერი
III ტური: 4-5 ოქტომბერი
IV ტური: 11-12 ოქტომბერი
V ტური: 25-26 ოქტომბერი
VI ტური: 1-2 ნოემბერი
მერვედფინალი: 14-15/21-22 თებერვალი (პირველი მატჩები), 7-8/14/15 მარტი (საპასუხო მატჩები).
მეოთხედფინალი: 11-12 აპრილი (პირველი მატჩები), 18-19 აპრილი (საპასუხო მატჩები).
ნახევარფინალი: 9-10 მაისი (პირველი მატჩები), 16-17 მაისი (საპასუხო მატჩები).
ფინალი: 10 ივნისი (სტამბოლი, „ათათურქი).




