„ბეშიქთაშმა“ დელე ალის ტრანფერი დაადასტურა

0
68

„ბეშიქთაშმა“ ინგლისის ეროვნული ნაკრების გარემარბის დელე ალის ტრანსფერი დაადასტურა.
„ევერტონმა“, რომელთან 26 წლის ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, ალი თურქულ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
დელე ალი „ევერტონში“ 2022 წლის ზამთარში გადავიდა და ლივერპულელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 13 მატჩში გოლი არ გაუტანია.
ის 2015-2022 წლებში ლონდონის „ტოტენჰემში“ გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 269 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 67-ჯერ აიღო.