უეფას ვერსიით 2021-2022 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მადრდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა აღიარეს. 34 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა გამოკითხვაში თანაგუნდელ ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას და „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელ ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს აჯობა. ბენზემამ ეს პრიზი კარიერაში პირველად მოიგო. მას კუთვნილი პრიზი დღეს სტამბოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგ გადასცეს.
მან გასულ სეზონში „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის ჩემპიონატში გაიამრჯვა. ბენზემამ ლა ლიგაში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„რეალის“ კაპიტანმა ჩემპიონთა ლიგაში მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო და ტურნირის საუკეთესო მეგოლის პრიზი მოიგო.





