უმტიტი იტალიის ჩემპიონატში ითამაშებს

0
32

სამუელ უმტიტი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. „ბარსელონამ“ ფრანგი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ლეჩეში“ გაანათხოვრა. მანამდე, კატალონიელებმა 28 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი 2026 წლამდე გაუხანგრძლივეს და ხელფასი შეუმცირეს.
უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს საფრანგეთის „ლიონიდან“ გადავიდა. მან ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 3-ჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერთასი – 2-ჯერ.
უმტიტიმ საფრანგეთის ნაკრებში 31 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონია და ნახევარფინალში ბელგიასთან გამარჯვების ერთადერთი გოლი გაიტანა.