კვიპროსის აპოელმა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია და ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ევროთასებზე გამოსვლა დაასრულა.
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა აპოელმა გასვლაზე შვედეთის „დურგარდენთან“ 0:3 წააგო და მართალია, შინ 3:2 სძლია, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.
დაუშვილს, რომელმაც პირველ შეხვედრაში სასტარტოში ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს, ამჯერად მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნა აკმარეს. ქვილითაია მაისში მიღებული ტრავმის გამო კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაშში განაცხადში არცერთ მატჩში იყო.





