კვიპროსის მოქმედმა ჩემპიონმა „აპოლონმა“ ქართველი თავდამსხმელი რევაზ ინჯგია 2023 წლის მაისამდე „დოქსაში“ გაანათხოვრა. ამის შესახებ ლიმასოლური კლუბის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყება.
21 წლის ფეხბურთელ;ი „აპოლონში“ შარშან გადავიდა და კვიპროსის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში (4 სასტარტოში) 1 გოლი გაიტანა. ის კვიპროსის ჩემპიონი გახდა, ხოლო 13 აგვისტოს კვიპროსის სუპერთასი მოიგო.
მისი განათხოვრება გასაკვირი არაა, რადგან მიმდინარე სეზონში ინჯგიას ევროთასებზე გაამრთულ არცერთ მატჩში უთამაშია და თავის გამოჩენის საშუალება არც სუპერთასზე მისცეს.





