ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კაზემირო ოფიციალურად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან 2026 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეები თუ შეთანხმდებიან თანამშრომლობას ავტომატურად ერთი წლით გააგრძელებენ.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ და პრემიერ ლიგაში თავის გამოჩენის შანსი ჩემთვის ძალიან მიმზიდველი იყო. კარიერის განმავლობაში ბევრ ძლიერ მწვრთნელთან ვიმუშავე. მოუთმენლად ველოდები ერიკ ტენ ჰაგთან და მის სამწვრთნელო შტაბთან შეხვედრას, რომლებთან ურთიერთობა მქონდა და მათი იდეები ვიცი.
მე ერთი საუცხოო თავგადასავალი დავასრულე და ახალს იმავე შემართებით ვიწყებ, რომ მოგიგო მატჩები, ტიტულები და კლუბის წარმატებამ ფანებს სიამაყის გრძნობა მოჰგვაროს.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორია და მსოფლიო მასშტაბით მისი მნიშვნელოვა ყველამ იცის. „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში ეს პატივია და გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები“ – განაცხადა ბრაზილიელმა.
ლაშა თაბაგარი





