ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში დამაჯერბლად ლიდერობს

0
60

„ულსანმა“, რომელშიც ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში წაუგებელი მატჩების სერია 8 მატჩამდე გაზარდა.
24-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში ულსანი“ სტუმრად „კიმჩხონ სანმუს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში 36-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 45-ე წუთზე გაიტანეს. „ულსანმა“ 49-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში „ულსანში“ ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა. „ულსანი“ 58 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.