მოსკოვის „დინამომ“, რომლის ღირსებას ლუკა გაგნიძე იცავს, რუსეთის პრემიერ ლიგის ცენტრალურ შეხვედრაში შინ თანაქალაქელი „სპარტაკი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა.
19 წლის ქართველი ნახევარმცველი მოსკოველთა სასტარტო შემადგენლობაში ისევ მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. „დინამოდან“ ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე ტუიკავინმა გაიტანა. „სპარტაკს“ რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ უკაპიტნა.
„დინამო“ 12 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ლიდერ „სპარტაკს“ ქულით ჩამორჩება.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-6 ტურში “კრაკოვია” სტუმრად “შლიონსკის” დაუზავდა – 1:1. კრაკოველთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე არ იყო.




