„სლოვანმა“ მინიმალური ანგარიშით წააგო – სამივე ქართველმა ითამაშა

0
38

ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სტუმრად ბოსნიის „ზრინსკისსთან“ მინიმალური ანგარიშით წააგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ბილბიამ გაიტანა.
„სლოვანის“ მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა შეცვალა. ამ სამეულიდან მხოლოდ ჩაკვეტაძე შეცვალეს 66-ე წუთზე. „სლოვანი“ 69-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო სომეხი ლეგიონერი ბარსეგიანი გააძვვეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 25 აგვისტოს სლოვაკეეთის დედაქალაქში შედგება.