„რაკუვმა“ ვაკო გვილიასთან ერთად კონფერენს ლიგაში „სლავიას“ სძლია

0
27

პოლონეთის „რაკუვისთვის“, რომელშიც ვაკო გვილია გამოდის, კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი წარმატებული აღმოჩნდა.
„რაკუვმა“ პრაღის „სლავიას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან ანგარიში 29-ე წუთზე ლოპესმა გახსნა, ხოლო ჩეხებიდან საპასუხო ბურთი მე-60 წუთზე ჰოლეშმა გაიტანა. 61-ე წუთზე „ტუდორმა“ მეტოქის კარი აიღო და „რაკუვს“ მოაგებინა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 25 აგვისტოს პრაღაში შედგება.