გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში თავისი მეორე გოლი მიითვალა. მე-3 ტურში „მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის, შინ „ვალანსიენს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
„მეციდან“ მე-15 წუთზე ანგარიში იალომ გახსნა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა მიქაუტაძემ 86-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში ერთ მცველს გვერდი ორიგინალური ფინტით აუარა, შემდეგ მეორეს გაექცა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და 2 გოლის გატანის გარდა, ერთი საგოლე პასი მიითვალა.
გასულ სეზონში ლიგა 1-დან გავარდნილი „მეცი“ 6 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





