„ჰათაისფორმა“, სადაც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგა ჩემპიონთა მარცხით დაიწყო. მე-2 ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის გუნდი სტუმრად „ტრაბზონსფორს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე ომურმა გაიტანა.
ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ. 27 წლის ლობჟანიძემ „ჰათაისფორის“ შემადგენლობაში 2021-2022 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 37 მატჩში (28 სასტარტოში) 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ზაფხულში მისი ყიდვა შოთა არველაძის გაწვრთნილ „ჰალს“ სურდა, მაგრამ თურქების მიერ ქართველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბმა ვერ გადაიხადა.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 19 გუნდი თამაშობს და „ჰათაისოფრმა“ პირველი მატჩი მეორე ტურში ამიტომ ჩაატარა.





