დავით ხოჭოლავამ დანიის სუეპრლიგის მე-5 ტურში ტრავმა მიიღო. „კოპენჰაგენმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გამოდის შინ „რანდერსს“ შეხვდა და 1:3 წააგო. ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 24-ე წუთზე შეცვალეს. მას მხარი ამოუვარდა და ჩაუსვეს.
„კოპენჰაგენმა“ ანგარიში 46-ე წუთზე გახსნა, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა. მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი ცუდად დაიწყო, რადგან 6 ტურში მხოლოდ 9 ქულა აიღო და 12 გუნდში მე-7 ადგილზეა.





