ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში თავისი პირველი დუბლი მიითვალა. კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში „ფეჰერვარმა“ სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის „პეტროკუბს“ 2:1 სძლია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 34-ე წუთზე გაიტანეს. ზივზივაძემ თავი კიდევ ერთხელ მე-40 წუთზე გამოიჩინა, 63-ეზე კი შეცვალეს. პირველი გოლის დროს თანაგუნდელმა ბუდუ მეკარესსთან პირისპირ დატოვა და ქართველმა შანსი გამოიყენა, ხოლო მეორედ მან პარტნიორთან “კედელი” გაითამაშა, საჯარიმოში შესულმა ერთ მცველს გვერდი აუარა და ზუსტად დაარტყა. მან კონფერენს ლიგაში ჩატარებულ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „ფეჰერვარმა“ პირველი დაპირისპირება შინ 5:0 მოიგო და პლეი-ოფშია.
ამავე ტურნირის პლეი-ოფშია პოლონეთის „რაკუვი“, რომელმაც პირველ მატჩში სტუმრად ტრნავის „სპარტაკს“ 2:0 სძლია, ხოლო შინ ჩეხები 1:0 დაამარცხა. ამ სეზონში პოლონურ გუნდში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პირველად ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 88-ე წუთზე შეცვალეს.





