ქვილითაია და დაუშვილი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში არიან

0
26

კვიპროსის აპოელი, რომლშიც ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, ევროპის კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში აპოელმა  ყაზახეთის „ყიზილჟარი“, სადაც ასევე ორი ქართველი ლეგიონერია, შინ 1:0 დაამარცხა, ხოლო დღეს ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
პირველი შეხვედრისგან განსხვავებით აპოელში არცერთ ქართველს უთამაშია – ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაიამ კი, ტრავმის მორჩენის შემდეგ ვარჯიში ცოტა ხნის წინ განაახლა.
მასპინძლებში ფორვარდმა ელგუჯა ლობჯანიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თავდამსხმელი გიორგი ივანიაძე შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა.