გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავას „სლოვანში“ გადასვლის შემდეგ პირველი მატჩი გამოტოვა. სლოვაკეთის უმაღლესი დივიზიონის მე-4 ტურში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა „სკალიცას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომელიც 84-ე წუთზე ჯაბა კანკავამ შეცვალა. ამჯერად, ჩაკვეტაძე განაცხადშიც ვერ მოხვდა.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





