დავით ხოჭოლავამ მიმდინარე სეზონში „კოპენჰაგენში“ პირველად ითამაშა. მისი გუნდის დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში თავის მოედანზე ყველაზ პრინციპულ მეტოქე „ბრინდბიუს“ დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტრავმა მოირჩინა და შეუცვლელად ითამაშა.
„კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი 3:1 მოიგო, ხოლო ანგარიში ხოჭოლავამ გახსნა, როდესაც რასმუს ფალკის დარტყმის შემდეგ კარში ბურთი ქართველის ფეხიდან შევარდა. მასპინძლებმა შესვენების შემდეგ, მეტოქის კარში კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. მატჩის გმირი ესპანელი ნახევარმცველი პეპ ბიელი აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის პირველ ტურში „საბაჰმა“, რომელსაც ზაფხულში დავით ვოლკოვი შეუერთდა თავის მოედანზე „სუმგაითი“ 3:0 დაამარცხა. სასტარტოში მყოფ ქართველ თავდამსხმელს გოლი არ გაუტანია და 73-ე წუთზე შეცვალეს.





