ბეგლარიშვილის მე-15 გოლი ესტონეთში

0
26

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონში თავისი მე-15 გოლი გაიტანა. 22-ე ტურში ტალინის „ლევადია“, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „ნარვას“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სამი ქულის მომტანი ბურთი 76-ე წუთზე შეაგდო.
32 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 15 გოლის გარდა, თავი 7 საგოლე პასს მოუყარა და ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.