კვეკვესკირის და წიტაიშვილის პირველი ქულა

0
24

გიორგი წიტაიშვილმა პოზნანის „ლეხის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. პოლონეთის ექსტრაკლასას მე-4 ტურში პოზნანის „ლეხმა“, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი ნიკა კვეკვესკირთან ერთად გამოდის, სტუმრად ლუბინის „ზაგლებიეს“ შეხვდა და პირველი ქულა აიღო. წიტაიშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნაკრების ვიცეკაპიტანი კვეკვესკირი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
მასპინძლების შემადგენლობაში არცერთი ქართველი ლეგიონერი იყო – მე-3 ტურში გოლის გამტანმა თორნიკე გაფრინდაშვილმა თამაში წითელი ბარათის გამო გამოტოვა, ასევე განაცხადში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე ვერ მოხვდა.
„ზაგლებიე“ 5 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა, ხოლო „ლეხი“ ერთი ქულით მეჩვიდმეტეა.