“ცრვენა ზვეზდამ” ირაკლი აზაროვი წარადგინა

0
60

სერბეთის ყველაზე ტიტულიანიმა კლუბმა “ცრვენა ზვეზდამ” ირაკლი აზაროვი ოფიციალურად თავის საშინაო სტადიონ “რაიკო მიტიჩზე” წარადგინა. 21 წლის ფეხბურთელი ახალ გუნდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ბელგრადელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “ცრვენა ზვეზდას” სპორტულმა დირექტორმა მიტარ მრკელამ წარადგინა.
“ბედნიერი ვარ, რომ “ცრვენა ზვეზდაში” გადავედი და დიადი კლუბის ნაწილი გავხდი. როგორც ვარჯიშზე, ასევე თამაშის დროს ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, რომ გუნდმა რაც შესაძლოა მეტი ტიტული მოიგოს და განაგრძოს გამარჯვება სერია ევროპაში და ჩემპიონატში” – განაცხადა აზაროვმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
აზაროვის თქმით,  „ცრვენა ზვეზდაში“ გადასვლამდე არაერთხელ ესაუბრა კლუბის სკაუტინგის სამსახურის უფროსს მარკო მარინს:
„ზვეზდას“ შესახებ ბევრს ვესაუბრე, მაგრამ განსაკუთრებით მარკო მარინს გამოვარჩევ. მან კლუბისა და გულშემატკივრების შესახებ ბევრი რამ მომიყვა, რის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ „ზვეზდას“ დიდი ისტორია აქვს. ის ფანტასტიკური მოთამაშე იყო და მიხარია, რომ საუბრის საშუალება გვქონდა. ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ვითამაშებთ. „ზვეზდას“ ჩატარებული მატჩები ვნახე და მართლაც კარგად ვთამაშობთ. აქ ყოფნა მიხარია და ჩემი აზრით, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგი“.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ბელგრადელთა შემადგენლობას კარგად იცნობს:
„ზვეზდას“ მოთამაშეებს ვიცნობ – კატაის, როდიჩს, კანგვას, თითქმის ყველას. ჩვენ საუცხოო გუნდი გვყავს და მჯერა, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ თანაგუნდელებმა ძალიან კარგად მიმიღეს“.
მას მიაჩნია, რომ როდიჩისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია:
„როდიჩი ძალიან კარგი მოთამაშეა, რომელმაც „ზვეზდაში“ ბევრი მატჩი ჩაატარა. მჯერა, რომ მისგან ბევრს ვისწავსლი და საუცხოოდ ვითანამშრომლებთ“.
აზაროვი ბედნიერია, რომ დეიან სტანკოვიჩთან მუშაობის საშუალება ექნება:
„დეიან სტანკოვიჩის სათამაშო კარიერას ვიცნობ. ის საუცხოო ფეხბურთელი იყო და ახლა შესაძლოა ითქვას, რომ ფენომენალური მწვრთნელია. მინდა მისგან ვისწავლო და ბევრი რჩევა მივიღო“.