ლუის სუარესმა ურუგვაის „ნასიონალში“ დაბრუნება დაადასტურა, სადაც პროფესიონალური კარიერა (2005-2006 წლების სეზონი) დაიწყო.
„ნასიონალმა“ თავის ტვიტერის გვერდზე 35 წლის ფეხბურთელის ვიდეომიმართვა გამოაქყევნა, რომელშიც ამბობა, რომ კლუბს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.
სუარესი კარიერის განმავლობაში ნიდერლანდების „გრონინგენში“, ამსტერდამის „აიაქსში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“ და მადრიდის „ატლეტიკოში“ გამოდიოდა.
ის 5-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა – 4-ჯერ „ბარსელონას“ შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ – „ატლეტიკოს“. მან „ბარსას“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგო, ხოლო ურუგვაის ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2011 წელს კოპა ამერიკაზე გაიმარჯვა.
