ბუდუ ზივზივაძემ „ფეჰერვარის“ მაისურით უეფას კონფერენს ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
უნგრულმა გუნდმა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის „გაბალას“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.
ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 90-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მეტოქის ნახევარზე ერთ აზერბაიჯანელ მცველს ეფექტურად გაცდა და საჯარიმოში შეჭრილმა საბოლოო წერტილი დასვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა გაბალაში 28 ივლისს ჩატარდება.
მთავარი ნიუსი ზივზივაძემ კონფერენს ლიგაში პირველი გოლი მიითვალა