სოლომონ კვერკველიას დებიუტი ბაქოს „ნეფთჩის“ შემადგენლობაში უეფას კონფერენს ლიგაში წარუმატებელი აღმოჩნდა. აზერბაიჯანული გუნდი კვიპროსზე ლიმასოლის „არისს“ ეწვია და 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 66-ე წუთზე მეორე ბურთი გაიტანეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბაქოში 28 ივლისს ჩატარდება.
მთავარი ნიუსი კვერკველიას უიღბლო დებიუტი „ნეფთჩიში“