“სტიაუას” მთავარ მწვრთნელ ანტონ პეტრეას მიაჩნია, რომ თბილისში “საბურთალოსთან” მარცხის (0:1) მიუხედავად, მის გუნდს ქართული ბარიერის დაძლევა შეუძლია. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართული მატჩის მერე ისაუბრა.
ანტონ პეტრეა: “ჩვენთვის რთული დღე გამოდგა. არ ველოდი, რომ ასე ვითამაშებდით. მეტოქის წინაღმდეგ კარგად თამაში გაგვიჭირდა. ორჯერ გოლის გატანის შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ბუნებრივია, რომ ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილო ვარ.
შედეგზე გავლენა საბურთალოს კარგმა თამაშმაც იქონია. მასპინძლებმა წნეხის ქვეში მოგვაქციეს და ხშირად ამ წნეხიდან ვერ გამოვდიოდით.
ასევე რთულ თამაშს ველოდებით განმეორებით მატჩში გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ითამაშა საბურთალომ ჯერ პარტიზანთან, შემდეგ ჩვენთან. სწორედ ამიტომ რუმინეთში უფრო მეტად უნდა მოვინდომოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ეტაპზე ვერ გავალთ.
წაგების მიუხედავად “საბურთალოს” ბარიერის დაძლევა შეგვიძლია. საამისოდ საჭიროა მეტი შრომა და მონდომება.”.
მთავარი ნიუსი “სტიაუას” მწვრთნელი: “საბურთალომ” წნეხში მოგვაქცია”