გია გეგუჩაძე: “დღეს მოედანზე ერთი გუნდი იყო”

0
38

გია გეგუჩაძეს აზრით, პოზნანში “ლეხთან” ჩატარებულ მატჩში მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონთან 0:5 წაგებული პირველი შეხვედრის მერე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: “შესაფასებელი არაფერია. ჩემს ვალს მოვიხდი და ვულოცავ გამარჯვებას „ლეხს“. დღეს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო და ეს „ლეხი“ გახლდათ. ჩვენ სამწუხაროდ, მინდორზე არ ვიყავით. ამაზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ალბათ, რაღაცა გამოგვეპარა.
როდესაც გუნდი არ თამაშობს, მოედანზე არ არის, ეს მთლიანად მწვრთნელის პასუხისმგებლობაა და მე ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მინდა, უბრალოდ, ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც მრავლად გვყავს ბოდიში მოვუხადო, ისინი ჩვენგან გაცილებით მეტს ელოდებიან”.