„რაკუვმა“, სადაც ვაკო გვილია გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ყაზახეთის „ასტანა“ გაანადგურა – 5:0.
სამწუხაროდ, პოლონური კლუბის წარმატებაში თავისი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს არ შეუტანია, რადგან განაცხადში არ იყო.
მასპინძლებმა მეტოქის კარი პირველ ტაიმში ორჯერ აიღეს, ხოლო შესვენების შემდეგ ყაზახებს კიდევ სამი გოლი გაუტანეს.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ივლისს შედგება.
მთავარი ნიუსი „რაკუვმა“ გვილიას გარეშე „ასტანა“ გაანადგურა