პერტიას გაწვრთნილები „იანგ ბოიზთან“ დამარცხდნენ

0
52

„ლიეპაიასთვის“, რომელიც ერთადერთი გუნდია უეფას კონფერენს ლიგაში, ვისაც ქართველი მწვრთნელი ჰყავს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდა.
თამაზ პერტიას გაწვრთნილი ლატვიელები გაცილებით სახელოვან მეტოქეს შვეიცარიის „იანგ ბოიზს“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. „ლიეპაიამ“ ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე ფასნახტის დარტყმის შემდეგ გაუშვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ივლისს შედგება.