„ყიზილჟარმა“, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ხორვატიის „ოსიეკთან“ წააგო.
განვლილი შეხვედრის პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. სტუმრები 58-ე წუთზე დაწინაურდნენ, 76-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანეს. 83-ე წუთზე ხორვატმა ფეხბურთელმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა.
ლობჟანიძემ, რომელიც „ყიზილჟარში“ ზაფხულში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა შეუცვლელად ითამაშა. გორის „დილას“ ექსფორვარდი გიორგი ივანიძე მასპინძლების თადარიგში იყო და არ უთამაშია.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ივლისს შედგება.
მთავარი ნიუსი ლობჯანიძის და ივანიაძის საშინაო მარცხი კონფერენს ლიგაში