ბათუმელთა ფიასკო პოზნანში – „დინამოს“ შემდეგ ეტაპზე გასვლა უტოპიაა

0
55

ბათუმის „დინამომ“ მოლოდინი ვერ გაამრთლა და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ გავა.
ამის თქმის საშუალება პოლონეთში ჩატარებული პირველი მატჩის ანგარიში გვაძლევს, რომელიც ქართული გუნდისთვის კატასტროფული აღმოჩნდა.
თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე „ლეხის“ ქართველმა ლეგიონერმა ნიკა კვეკვესკირმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფავორიტი იყო და ქართულ ფეხბურთს ცუდი დღე ექნებოდა. საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნმა სასტარტოში ითამაშა და მე-80 წუთზე შეცალეს, ხოლო მისი წინასწარმეტყველება ახდა.
პოზნანელები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ და ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, როდესაც სკორაშმა დაახლოებით 20 მეტრიდან ლაზარე კუპატაძეს მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა. 24-ე წუთზე ამარალმა ბათუმელთა საჯარიმოს თითქმის ხაზიდან ბურთი კუპატაძის კარის იმავე კუთხეში მოათავსა, რომელშიც მისმა თანაგუნდელმა. პირველსა და მეორე გოლს შორის შუალედში პოლონელი ფეხბურთელის დარტყმული ზედა ძელს მოხვდა.
33-ე წუთზე სკორაში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის მერე ბურთი კობახიძეს ფეხში მოხვდა, რის მერე კარში აღმოჩნდა. 66-ე წუთზე ველდეს გამოზომილი გადაცემის შემდეგ, კობახიძემ დაცვაში ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და ვარდნაში ბურთს ვერ მიწვდა, ხოლო კუპატაძესთან პირისპირ დარჩენილმა ამარალმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 4:0. 67-ე წუთზე თამაშში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი გიორგი წიტაიშვილი ჩაერთო.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ლეხის“ მორიგი იერიშის დროს ბათუმელთა დაცვა ისევ „ჩავარდა“ და სოუზას გადაცემის მერე, კარის წინ მარტო მდგომმა იშაკმა საბოლოო წერტილი დასვა – 5:0.
“დინამო” “ლეხს” 28 ივლისს ბათუმში უმასპინძლებს.

„ლეხი“ (პოზნანი) – „დინამო“ (ბათუმი) 5:0 (3:0)
21 ივლისი. პოზნანი. „სტადიონ პოზნან“.
„ლეხი“:
რუდკო; პერეირა, შატკა (ჩერვინსკი 67), დუგლასი, რებოშო (კოზუბალი 88); სკორაში, კალსტრომი, კვეკვესკირი (სოუზა 80), ველდე (წიტაიშვილი 67); ამარალი (შიმჩაკი 88); იშაკი
მთავარი მწვრთნელი:
ჯონ ვან დერ ბრომი.
„დინამო“:კუპატაძე; ჩაბრაძე (ზარია 26), კობახიძე, აზაცკი, აზაროვი; ტეიდი (ფალავანდიშვილი 71), ალთუნაშვილი; მამუჩაშვილი, ბიძინაშვილი (რადინი 46), დავითაშვილი (ფანცულაია 79); ჯოვინო (ვაწაძე 46)
მთავარი მწვრთნელი:
გია გეგუჩაძე.
გოლები:  1:0 სკორაში (10), 2:0 ამარალი (24), 3:0 სკორაში (33), 4:0 ამარალი (66), 5:0 იშაკი (90)
გაფრთხილება:
ალთუნაშვილი (77), ფალავანდიშვილი (88)
მთავარი მსაჯი:
იან მაკნაბი (ჩრ.ირლანდია).