ხაბულიანი თურქეთის სუპერლიგაში ითამაშებს

0
51

გიოეგი ხაბულიანი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს. ის “ადანა დემირსფორში” ითამაშებს, რომელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
18 წლის თავდამსხმელი ბოლოს ეროვნულ ლიგაში “თელავში” თამაშობდა, სადაც 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
“ადანა დემირსფორმა” თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელია იტალიელი ვინჩენცო მონტელაა.
სხვათა შორის, “ადანაში” იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი 31 წლის მარიო ბალოტელი თამაშობს.