“სამგურალი” სეზონის განახლებისთვის თურქეთში ემზადება

0
39
წყალტუბოს “სამგურალი” თურქეთში გაემგზავრა, სადაც მოსამზადებელი პერიოდის მეორე ეტაპი დაიწყო. გიორგი მიქაძის გუნდი ერზრუმთან ახლოს, კურორტ პალანდოკენში – სასტუმრო ,,Palan Otel” – ში დაბანაკდა და საღამოს მსუბუქად ივარჯიშა.
,,სამგურალი” ერზრუმში 31 ივლისამდე დარჩება და თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ორი მეტოქე გარკვეულია.
23 ივლისს ჩვენი გუნდი ,,გირესუნსფორს”, 28 ივლისს კი ,,უმრანიესფორს” შეხვდება. თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი” 31 ივლისს გამართავს. მეტოქე უახლოეს დღეებში გაირკვევა.
,,სამგურალი” ერზრუმში 22 ფეხბურთელით გაემგზავრა. ტრავმებისა და სხვა ობიექტური მიზეზების გამო გუნდს შეკრებაზე ვერ გაყვნენ: სერგო კუხიანიძე, ალექსანდრე ვერულიძე და ლუქმან გილმორი.
გიორგი მიქაძის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: ლევან შოვნაძე, მაქსიმე ქვილითაია, მურმან სვანიძე;
მცველები: ომარ პატარკაციშვილი, ილია ახვლედიანი, დავით მაისაშვილი, ნიკა კალანდარიშვილი, ლევან ქურდაძე, გიორგი თევზაძე, შალვა ბურჯანაძე, თედო კიკაბიძე (c), გიორგი თოდუა;
ნახევარმცველები: დემურ ჩიხლაძე, ირაკლი რუხაძე, ანდრია დევდარიანი, ნიკიტა სიმდიანკინი, მიხეილ ბაშელეიშვილი, გრიგოლ დოლიძე, ჯეფინიო, მიხეილ სტრელნიკი.
თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი, გიორგი ნიქაბაძე.