„დილას“ ექსფორვარდი კარიერას უზბეკეთში განაგრძობს

0
36

თამაზ მაქაცარია კარიერას უზბეკეთის ჩემპიონატში განაგრძობს. ქართველმა ფეხბურთელმა ფერღანის „ნეფთჩისთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ 1 წელი გაგრძელდება.
მაქაცარია მიმდინარე სეზონის წინ გორის „დილაში“ „გაგრადან“ გადავიდა, სადაც შარშან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა. მან გორელთა შემადგენლობაში 14-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
26 წლის მაქაცარია კარიერის მანძილზე ასევე „ცხინვალში“, ბათუმის „დინამოში“, „რუსთავში“, „სამტრედიაში“, ბოლნისის „სიონში“ და თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა.