ტურინის „იუვენტუსმა“ თანაქალაქელ „ტორინოდან“ მცველი გლეისონ ბრემერი შეიძინა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
„იუვენტუსმა“ ბრემერის სანაცვლოდ „ტორინოს“ 40 მილიონი ევრო გადაუხადა და პლუს 7 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
25 წლის სამხრეთ ამერიკელის „ტორინოში“ 2018 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 110 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ის გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მცველად დაასახელეს.